კვიტაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ…?

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 9, 2015 01:43

კვიტაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ…?

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი აცხადებს, რომ მას არ ესმის რატომ აკრიტიკებს ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი უკრაინის მთავრობას…

უკრაინულ მედიასთან საუბრისას კვიტაშვილმა სააკაშვილზე გააკეთა კომენტარი… ,,მე არ ვიცი რა ამბიციები აქვს სააკაშვილს, პრეზიდენტობას აპირებს ის თუ პრემიერობას… ამაზე თავად მას უნდა ჰკითხოთ… მაგრამ იმ მთავრობის კრიტიკით, რომელსაც მსოფლიო სავალუტო ფონდიც აქებს და ევროკავშირიც, ის ვერანაირ პოლიკურ ქულებს ვერ დაიწერს,, აცხადებს კვიტაშვილი.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან შედარებით, სადაც ხელისუფლება ერთიანი იყო, უკრაინაში რეფორმები უფრო ნელი ტემპით მიდის… ,,სააკაშვილი კი შეჩვეულია სისწრაფეს,,.

კვიტაშვილი თვლის, რომ სააკაშვილი აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელშიც ,,ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის სურვილები, არ ემთხვევა ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის შესაძლებლობებს… და ეს არის ფრუსტრაცია შექმნილი ვითარების გამო… სააკაშვილი კი მიჩვეულია სწრაფ ცვლილებებს,, აცხადებს კვიტაშვილი

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 9, 2015 01:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics