კვირიკაშვილისათვის ემიგრანტები თურმე ფულის ქისაა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2015 17:27

კვირიკაშვილისათვის ემიგრანტები თურმე ფულის ქისაა

კვირიკაშვილისათვის ემიგრანტები თურმე ფულის ქისაა“ფულის გადმორიცხვა არ იქნება პრობლემა, სანერვიულო ის არის შეინარჩუნებენ თუ არა სამსახურს ის ქართველები, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან “- ეს განცახდება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. კვირიკაშვილის განცხადებით ფულად გზავნილებზე ერთკვირიანი შეზღუდვა გავლენას ვერ მოახდენს და ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ როდის მოხდება ქვეყანაში ვითარების გამოსწორება.

“საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების პრაქტიკა თვეში ერთხელ ან 3 თვეში ერთხელ გადმორიცხვას გულისხმობს. 5 ან 7 დღით ბანკების დაკეტვა ვფიქრობ, რომ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ საშუალო ვადიან პერსპექტივაში როგორ გავითარდება ქვეყანაში მოვლენები. სამუშაო ადგილების შემცირების კუთხით არის უფრო სანერვიულო. სადარდებელი ის არის, რამდენად შეინარჩუნებენ ეს ადამიანები სამსახურს ამ ვითარებაში საბერძნეთში. ვნახოთ რა იქნება ივლისის პირველი კვირის შემდეგ და რეფერენდუმი რა შედეგებს გამოიღებს,”- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა საბერძნეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების საერთო სტატისტიკასა და ბოლო მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა დაახლოებით 18 %-ით დაიკლო.
“იანვარ-მაისში საქართველოში საბერძნეთიდან შემოსულმა წმინდა ფულადმა გზავნილებმა დაახლოებით 18 %-ით დაიკლო. ჩვენ საბერძნეთიდან უკვე 5 თვის განმავლობაში დაგვაკლდა დაახლოებით 15-16 მილიონი დოლარი. მაისის პერიოდში კი დანაკლისი დაახლოებით ორ-სამ მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გვაქვს. ეს პრინციპში მთლიან ბალანსში არ არის დიდი რიცხვი, რადგან საქართველოს მთავრობა ბევრ ზომას იღებს, მათ შორის პრივატიზაციის კუთხით”, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილისათვის ემიგრანტები თურმე ფულის ქისაა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებას საბერძნეთში მხოვრები ქართველი ემიგრანტები გამოეხმაურნენ. “თაიმერი” უკომენტაროდ გთავზობთ სოცილაურ ქსელში გავრცელებულ პოსტს.
“არავის აინტერესებს საქართველოში ჩვენი ბედი. ყველას აინტერესებს ჩვენს მიერ გადმორიცხული ფული თუ რამდენი იქნება და რა მოუვა ამით ქვეყნის ეკონომიკასო.მხოლოდ ფულის ქისები ვართ ამათვის!ვზივართ და  ვტირით”….

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2015 17:27

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics