კვერენჩხილაძე – ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება მთავრობას უნდა აინტერესებდეს

news
: news იანვარი 14, 2015 17:41

კვერენჩხილაძე – ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება მთავრობას უნდა აინტერესებდეს

კვერენჩხილაძე – ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება მთავრობას უნდა აინტერესებდესსახელმწიფოს მეთაურის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ვერ იქნება, – აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოეხმაურა.

კვერენჩხილაძის თქმით, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის, სახელმწიფო ორგანოებს შორის გარკვეული კოორდინაცისთვის, ინსტიტუციური თანამშრომლობის მიზნით მნიშვნელოვანია, მთავრობა დაინტერესებული იყოს პრეზიდენტის მოხსენების შინაარსით. ამასთან, როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არც კონსტიტუციის მოქმედი მოდელით და არც ძველი მოდელების გათვალისწინებით, მთავრობას პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრების პირდაპირი ვალდებულება არ აქვს.

“მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია არ აქვს. ქვეყანას აქვს კვლავ 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც ახალი რედაქციით მოქმედებს. ვალდებულება პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრებისა, არც კონსტიტუციის წინა რედაქციის შემთხვევაში და არც ახალი რედაქციით, მთავრობას არ აკისრია. რაც შეეხება პარლამენტში მისვლის საკითხს, მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, კონსტიტუციურად არის უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის, კონსტიტუციის დაცვის გარანტი, ასევე კონსტიტუციურად გახლავთ სახელმწიფო ორგანოთა ნორმალურად ფუნქციონირების გარანტი; მისი ვალდებულებაა, პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული მომენტების, პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსის და თავად მოხსენების კონსტიტუციური რეგლამენტაციის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და თანამდებობის პირებს გარკვეული ინსტიტუციური ურთიერთდამოკიდებულება აქვთ, არსებობს ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი, ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მოხსნენებით გამოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მთავრობას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება უნდა აინტერესებდეს” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვერენჩხილაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ  საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

news
: news იანვარი 14, 2015 17:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics