კვანტური კომპიუეტებისკენ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2015 15:13

კვანტური კომპიუეტებისკენ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი

ამერიკელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს კვანტური კომპიუტერების გამოთვლების შეცდომის გამოსასწორებლად.
კვანტურ კომპიუტერებს შეუძლიათ ბევრად გაუსწრონ ჩვეულებრივ კომპიუტერებს, თუმცა, მათი დამუშავების პროცესი ძალიან ნელა მიდის.
IBM-ის ცენტრის მეცნიერ-გამომგონემლებმა შეცდომის კორექტირების ახალი მეთოდის დემონსტრირება მოახდინეს. დეტალები ამის შესახებ ჟურნალ Nature Communications-ში დაიბეჭდა.
კლასიკურ კომპიუტერებში საბაზო ერთეული ბაიტებია, რომლებიც იწერენ ვადებს ნულიდან და ერთეულებს. კვანტურ სისტემაში მათი ექვივალენტი კუბიტებია, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ნულიც და ერთეულებიც ერთდროულად. თეორიულად კუბიტების ზუსტად ეს თვისება აძლევს კვანტურ კომპიუტერებს გამოსათვლელ ძალას და უპირატესობასაც.
თუმცა, კვანტურ სისტემაში ჯერჯერობით არ შეუძლიათ ძლიერ ტემტერატურაზე, ელექტრომაგნიტულ გამოსხივებასა და მატერიის დეფექტებზე იმოქმედონ. ეს სირთულეები მთავარი ბარიერია კვანტური კომპიუტერების შექმნაში.
გამოქვეყნებული აღმოჩენა ამბობს, რომ ორი ძირითადი ტიპის კვანტური შეცდომის ამოცნობა და გაზომვა გახდა შესაძლებელი, ერთი გარკვეული კუბიტების გაშვებას, მეორე კი -გამოთვლითი ფაზის გაშვებას ეხება.
„აქამდე მეცნიერებს მხოლოდ ერთის, ან მხოლოდ მეორეს გამოთვლა შეეძლოთ“ – ამბობს აღმოჩენის თანაავტორი ჯეი გამბეტტა.
ექსპერტების აზრით, კვანტური კომპიუტერების „შავ ცხენად“ ტოპოლოგიური კვანტური გამოთვლები რჩება, რომლებიც მიდრეკილი არიან შეცდომებისკენ.
ამ მეთოდს Microsoft-ის მხარდაჭერით კალიფორნიის უნივერსტიტეტის მეცნიერები იკვლევენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 3, 2015 15:13

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics