“კემერონი ქარის წისქვილებს ეომება”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2015 10:01

“კემერონი ქარის წისქვილებს ეომება”

6a011570268f42970c019aff4ea0a7970cGuardian-ი სარედაქციო სტატიას ბეჭდავს სათაურით “კემერონი ქარის წისქვილებს ეომება, მაგრამ ბრიტანეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ გაიმარჯვონ”.
გაზეთი წერს, რომ ჯერაც გაურკვეველია რა არ მოსწონთ ევროსკეპტიკოსებს ევროკავშირში.
ავიღოთ, მაგალითად ფრაზა “მეტად მჭიდრო კავშირი” მაასტრიჰის შეთანხმებიდან.
ბრიტანეთის მთავრობა ახლა აცხადებს, რომ მას არ უნდა ეს ფრაზა მის მიმართ იქნას გამოყენებული, მაგრამ ის მხოლოდ გარკვეულ მიმართებას აღნიშნავს და ერთგვარი ლოზუნგია, რომელიც უზარმაზარი და ამბიციური საერთაშორისო სტრუქტურისი თავზე კიდია.
ევროსკეპტიკოსები ვერ გაქრებიან, მაგრამ ისინი იმ კუთხეში იქნებიან გამომწყვდეულები, სადაც მათი ადგილი არ არის – წერს Guardian.

Daily Telegraph თავის სარედაქციო სტატიაში წერს, რომელიც ასევე ბრიტანეთის პრემიერს ეხება, წერს, რომ კემერონი აბსოლუტურად დარწმუნებულია ევროკავშირის საჭირო რეფორმებში ისევე, როგორც ევროკავშირისა და ბრიტანეთის ურთიერთობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა.
კემერონმა გერმანიის კანცლერ მერკელთან საუბარში განაცხადა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისადმი წვდოიმის შეცვლას ითხოვს, რაც ბრიტანეთის საგარეო სამეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირთან ხელშეკრულებაში უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, ეს ძალიან რთულია, მაგრამ როცა პრემიერი ამაზე დაჟინებით საუბრობს, ეს ნამდვილად გასათვალისწინებელია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2015 10:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics