“კახიშვილის გამინისტრება და მღებრიშვილის შსს მინისტრად დანიშვნა, გააძლიერებს ღარიბაშვილის პოზიციებს” – ჯუმბერ კირვალიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2015 14:37

“კახიშვილის გამინისტრება და მღებრიშვილის შსს მინისტრად დანიშვნა, გააძლიერებს ღარიბაშვილის პოზიციებს” – ჯუმბერ კირვალიძე

პაგონიანების ბეზპრედელი" ისევე უნდა აღიკვეთოს, როგორც "ქურდული სამყაროს" პარპაში" – ჯუმბერ კირვალიძე“არ დავმალავ, მივესალმები კახი კახიშვილის დაწინაურებას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად, აგრეთვე, გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას შსს მინისტრად. უწინარესად, ჩემი პოზიტიური განწყობა ამ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განპირობებულია იმით, რომ ორივე ეს პიროვნება გამოირჩევა განსაკუთრებული პროფესიონალიზმით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით და ძლიერი მენეჯერული თვისებებით, რაც აგრერიგად საჭიროა საქართველოსთვის დღევანდელ რთულ ვითარებაში. ამავდროულად, მინისტრები მღებრიშვილი და კახიშვილი, უსათუოდ გააძლიერებენ პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკურ გუნდს, რის შედეგადაც შეწყდება ყოველგვარი “მითქმა–მოთქმა”, ღარიბაშვილის პოზიციების დასუსტების შესახებ–აცხადებს “თაიმერთან” საუბარში პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2015 14:37