კახა ცხადაძე ფეხბურთელებისთვის ფინანსურ მოტივაციასაც ითხოვს

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 14:43

კახა ცხადაძე ფეხბურთელებისთვის ფინანსურ მოტივაციასაც ითხოვს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრების მიზანი მესამე ადგილის დაკავებას წარმოადგენს.

სხვა სტატიები

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრების მიზანი მესამე ადგილის დაკავებას წარმოადგენს.
როგორც კახა ცხადაძემ აღნიშნა, ეროვნული ნაკრები ჯგუფში მეექვსე ნომრად არის განთესილი და მესამე ადგილის დაკავება ძალიან კარგი შედეგი იქნება.
ამასთან, ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართავს, რომ ამ შედეგის მიღწევის შემთხვევაში ფეხბურთელების მიმართ ფინანასური მოტივაცია დაწესდეს.
“ჩვენი მიზანია მესამე ადგილის დაკავება. ამისთვის გვაქვს სერიოზული სამუშაოები გასაგრძელებელი და ამ შედეგის მიღწევა ძალიან კარგი იქნება. მივმართავ თხოვნით ფედერაციის ხელმძღვანელობას, მესამე ადგილისთვისაც დაწესდეს ფინანსური მოტივაცია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ეს ისედაც არსებობს”, – განაცხადა ცხადაძემ.
მანვე შეაფასა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოი ეტაპი. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მთლიანობაში ნაკრებმა განიცადა პროგრესი, როგორც სათამაშო, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით.
“თავიდან იყო ქაოსი, რადგან შეიცვალა მწვრთნელი. ბევრ რამეზე ვიმუშავეთ და გერმანიასთან თამაში იქნებოდა მაჩვენებელი, თუ რა გზა გავიარეთ. ფაქტია, რომ გერმანიასთან ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ და უფრო მეტი საგოლე მომენტიც გვქონდა. ფეხბურთელებს დაუბრუნდათ საკუთარი თავის რწმენა, გაძლიერდნენ ფსიქოლოგიურად და თავადვე ნახეს, რომ შეუძლიათ, მოუგონ შოტლანდიას, გერმანიასთან კი ტოლ-სწორად ითამაშონ. დავინახეთ, რომ ის, რაზეც ვიმუშავეთ, იმისგან შედეგი მივიღეთ. მთავარია, რომ ამით ფეხბურთელები არ დაკმაყოფილდნენ და ეს არ გადაიზარდოს ქართულ სინდრომში, უნდა შევცალოთ ლამაზად წაგების სინდრომი და ა.შ. შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, შეიცვალა თამაშის სისტემა, ჩვენი მივდივართ სწორი მიმართულებით”, – განაცხადა ცხადაძემ.
მისივე თქმით, 11 ნოემბერს ეროვნული ნაკრები სტუმრად ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 14:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics