კახა მიქაია:შონიებო, დგებუაძეებო, რუსიებო და რაც მთავარია სააკაშვილის დროინდელო გუბერნატორო მისაბიშვილო, გაგეჩხირათ ხვიჩა ჯიშკარიანი ყელში?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 18:25

კახა მიქაია:შონიებო, დგებუაძეებო, რუსიებო და რაც მთავარია სააკაშვილის დროინდელო გუბერნატორო მისაბიშვილო, გაგეჩხირათ ხვიჩა ჯიშკარიანი ყელში?!

მნიშვნელოვანი

  • შონიებო, დგებუაძეებო, რუსიებო და რაც მთავარია სააკაშვილის დროინდელო გუბერნატორო მისაბიშვილო, გაგეჩხირათ ხვიჩა ჯიშკარიანი ყელში?!

სხვა სტატიები

facebook-inc-news-feed“რა ხდება სენაკში?!
შონიებო, დგებუაძეებო, რუსიებო და რაც მთავარია სააკაშვილის დროინდელო გუბერნატორო მისაბიშვილო, გაგეჩხირათ ხვიჩა ჯიშკარიანი ყელში?! შეკრა საკრებულოში ,,ქართული ოცნება” და არგაძლევთ კორუფციული გარიგებების, ტენდერების გაყალბების, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის, ,,ქართულ ოცნებაში” ნაციონალების პორტირების, ერთი სიტყვით თქვენი ბინძური კლანის გაძლიერების უფლებას?”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია.

“ხვიჩა ჯიშკარიანი მთელს სამეგრელოში ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელმაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. თქვენგან განსხვავებით სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებით კი არა, არამედ მისთვის სახელმწიფო მანქანის საყიდლად გამოყოფილი თანხით სამედიცინო პროექტებს აფინანსებს და ხალხს ეხმარება. სენაკელებზე ზრუნავს და მათზე ფიქრობს.
ხვიჩა ჯიშკარიანის რეიტინგის ზრდამ განაპირობა თქვენი გაღიზიანება და ამიტომ ითხოვთ მის გადადგომას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეხვდით ხვიჩა ჯიშკარიანს, მოუსმინეთ მას და მასთან ერთად სენაკელებს. მისაბიშვილი და მისი კლანი საქართველოს წარსულია, თანაც ავადსახსენებელი, ხოლო ხვიჩასნაირი ,,ქართული ოცნების” ჯარისკაცები, საქართველოს მომავალი”–წერს კახა მიქაია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 18:25