კახა მიქაია:მე დღეს იმათ მაგივრადაც მრცხვენია, ვინც იმ წლებში დუმდა და პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 26, 2015 19:45

კახა მიქაია:მე დღეს იმათ მაგივრადაც მრცხვენია, ვინც იმ წლებში დუმდა და პირში წყალი ჰქონდა  ჩაგუბებული

მნიშვნელოვანი

  • კახა მიქაია:მე დღეს იმათ მაგივრადაც მრცხვენია, ვინც იმ წლებში დუმდა და პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული

სხვა სტატიები

ძალიან ფრთხილად და ფაქიზად მოექეცით სამეგრელოს. ის, რაც სამეგრელომ გადაიტანა, არ გადაუტანია არცერთ კუთხეს!

 

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია

ამ დღეებში, საზოგადოებამ იმ საშინელების ამსახველი კადრები, რასაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში ჩადიოდნენ, რამდენჯერმე იხილა. ამის შესახებ ბევრმა გადმოცემით იცოდა, მაგრამ როცა ნახავ, ყველაფერს კიდევ უფრო მწვავედ აღიქვამ. მთელი სამეგრელო გამწარებული და აღშფოთებულია, მაგრამ პროტესტის ფორმებით უკმაყოფილო ვარ. იმითაც უკმაყოფილო ვარ, რომ ქუჩაში, პროტესტის გამოსახატად, მხოლოდ 250 ადამიანი გამოვიდა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ასეთი რამე დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ხალხი იქაურობას გადაწვავდა–აცხადებს „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია გაზეთ “ახალ თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ჩემი აზრით, 17 ოქტომბერს, როცა ეს კადრები პირველად გავრცელდა, ზუგდიდის ცენტრალური მოედანი უნდა გადაჭედილიყო და ხალხს დამნაშავეების დასჯა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება მოეთხოვა. 250-კაციანი საპროტესტო აქცია, ბუნებრივია, შედეგს ვერ გამოიღებდა. იმავე დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ნაციონალებზე“ მეტი საშინელება ჩაიდინა – ეს საზარელი კადრები ზუგდიდის ბულვარში დამონტაჟებულ მონიტორზე აჩვენა. ამ მარაზმს მაშინვე გამოვეხმაურე და ხელისუფლებას ვურჩიე: ბიჭებო, წაიღეთ ეს კადრები და პორტირებულ „ნაციონალებთან“ ერთად უყურეთ-მეთქი.საზოგადოებისთვის კადრების ამ ფორმით ჩვენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ხალხს სათანადო რეაქცია არ ჰქონია. დიახ, უკმაყოფილო ვარ ხალხის რექციით!
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ოფისის დარბევას, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები კი არ უნდა დაარბიო, არამედ, „ნაციონალური მოძრაობა“ კანონის ფარგლებში უნდა გაასამართლო. წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობის, რადგან ძალადობა, გაუპატიურება, ადამინის უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა წარსულს ჩაბარდა და ყველაფერი ეს მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება.დღევანდელი ხელისუფლება უნდა განსხვავდებოდეს „ნაციონალური მოძრაობისაგან“ და კანონის ფარგლებში მოქმედებდეს”

კახა მიქაია გუბერნატორს მიმართავს–რა მოხდა ზიგდიდში

კახა მიქაიას განცხადებით ის, რაც სამგრელოში ხდებოდა, თითოეულმა ჩვეგანმა – ზუგდიდელმა, სენაკელმა, წალენჯიხელმა, ხობელმა ვიცოდით, მაგრამ ამის თქმას ვერავინ ბედავდა. სწორედ ამ საზიზღრობის გამო სამეგრელო დაშინებული იყო და სწორედ ამიტომ ვაპროსტებდი სააკაშვილის რეჟიმს. სააკაშვილის რეჟიმმა ძალიან მძიმე კვალი დატოვა სამეგრელოზე და მინდა, მივმართო ყველას: ძალიან ფრთხილად და ფაქიზად მოექეცით სამეგრელოს. ის, რაც სამეგრელომ გადაიტანა, არ გადაუტანია არცერთ კუთხეს! დიახ, ჩემმა კუთხემ, მართლაც, საშინელება გადაიტანა და ხალხი იმ კოშმარიდან დღემდე ვერ გამოსულა. გაინტერესებთ, რატომ გაიმეტეს ასე მწარედ ჩემი კუთხე? იმტომ, რომ სააკაშვილის დასაყრდენი ძალა – ახალაიები, კოდუები, ლომაიები, გოროზიები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასთან არიან ასოცირებულნი, ამ კუთხიდან არიან. ამ სისასტიკით მათ თავიანთ პრეზიდენტს თავიანთი ძალა დაანახეს.

“ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან დღემდე, ჩემი მხარე ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური მოვლენის ავანგარდშია. სააკაშვილმა სწორედ სამეგრელოს დახმარებით მოაწყო „ვარდების რევოლუცია“ და შევარდნაძე ჩამოაგდო. მან კარგად იცოდა, თუ რა ენერგია იყო აქ და გრძნობდა, რომ ეს ძალა, ადრე თუ გვიან, მას შეუბრუნდებოდა. ხალხს ასე სასტიკად ამიტომაც მოექცა. ამ იარების მოშუშებას დიდი დრო დასჭირდება. ხალხი კიდევ დიდი ხანი ვერ გამოვა იმ შიშიდან, რაშიც 9 წელი აცხოვრეს.

მოვუწოდებ ყველას: გამოვიდეთ და გავმართოთ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვის მოთხოვნით! მთელი სამეგრელოს სახელით მოვითხოვ „ნაციონალების“ აკრძალვას და ვიცი, ამაში სხვა კუთხეებიც შემოგვიერთდებიან. უნდა დავიწყოთ მძლავრი აქციები და კანონის ძალით ავკრძალოთ ეს დამნაშავე ორგანიზაცია.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია

განადგურებული და დათრგუნული ვარ. მთელი ეს წლები ლამის ერთადერთი ვყვიროდი, რომ ასეთ საშინელებებს ჩადიოდნენ, მაგრამ ამ კადრებმა დამთრგუნა. ვერც კი აღვწერ, რას განვიცდი. ახლა ჩემს მაგივრადაც მრცხვენია და მათ მაგივრადაც, ვინც ამ წლების განმავლობაში, როცა სააკაშვილის რეჟიმის ქმედებებს ვაპროტესტები, გვერდით არ მედგა   და პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ, რადგან ჩემი პროტესტი, ალბათ, საკმარისი არ იყო!–განაცხადა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 26, 2015 19:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics