კახა კოჟორიძე: პროკურატურა ვალდებულია გვარამიას განცხადებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 20:06

კახა კოჟორიძე: პროკურატურა ვალდებულია გვარამიას განცხადებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის შეფასებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
შესაბამისად, როგორც კახა კოჟორიძემ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მასზე პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს.
“ცხადია, ვერ ვისაუბრებ იმაზე, ეს ყველაფერი მართლა ასე მოხდა თუ არა. მე იურიდიულ შეფასებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ის, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა პროკურატურას, როგორც სამართალდამცავ ორგანოს ავალებს, რომ ამ ტიპის განცხადებაზე მოახდინოს უსწრაფესი რეაგირება. პროკურატურის ვალდებულებაა, გაარკვიოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მრჩევლის გარდა, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 20:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics