კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს

news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 10:28

კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს

სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის – შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს. შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უწყების ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, თავდაპირველად სამაჯურებით, რომელთა შესყიდვა ამერიკული კომპანიისგან მოხდება, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
“შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით”, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული 5200 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, სამაჯურებით კი პირველ რიგში არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
“ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას”, – აღნიშნა კახიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 10:28