
გიორგი ბადაშვილის ადგილზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას, კახა კახიშვილმა სააგენტო ,,თაიმერს,, განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ყოველგვარ საფუძველს მოკმლებულია. მისივე განცხადებით, ამ საკითხზე არანაირი შეთავაზება და კონსულტაციები არყოფილა. კახიშვილის განმარტებით, ის სასჯელაღსრულების სამინისტროს გუნდთან ერთად აგრძელებს დაწყებულ რეფორმებზე სერიოზულ მუშაობას.
















