კახა კალაძე: ჩემი ინფორმაციით, „სოკარს“ გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან ხელშეკრულება „გაზპრომთან“ გააფორმეს

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 18:21

კახა კალაძე: ჩემი ინფორმაციით, „სოკარს“ გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან ხელშეკრულება „გაზპრომთან“ გააფორმეს

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, „სოკარმა“ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომ აზერბაიჯანში რუსული გაზი მიიღონ.

ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.  რაც შეეხება კითხვას, თუ როდის დასრულდება საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები, კალაძის თქმით, დეკემბრის ბოლომდე შესაძლებელია მისი დასრულება.

„დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს მოლაპარალებები. ჩემი ინფორმაციით, „სოკარს“ გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან ხელშეკრულება „გაზპრომთან“ გააფორმეს იმისთვის, რომ აზერბაიჯანში რუსული გაზი მიიღონ“, – განაცხადა კალაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 18:21

Google სტატისტიკა


3,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics