კახა კალაძე: ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ტოლფასი საქართველოს დამოუკიდებლობისა

news
: news თებერვალი 17, 2015 11:37

კახა კალაძე: ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ტოლფასი საქართველოს დამოუკიდებლობისა

ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლფასია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისრტმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “თი-ბი-სი” ბანკის მიერ ორგანიზებულ ენერგოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული ამ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ რეგულაციებში, რაც თავისთავად აისახება განხორციელებულ ინვესტიციებზე. მოხარული ვარ და მოხარულია ყველა ჩემი თანამშრომელი, რომელიც ამ დარგში საქმიანობს, რომ ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი, დიდია ინტერესი ახალი პროექტების განხორციელებისთვის და ეს მისასალმებელია. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ბანკების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს სხვადასხვა საფინანსო უცხოურ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ბანკებთან”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მინისტრის თქმით, “თი-ბი-სი” ბანკი არის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული ბანკი საქართველოში, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 10 მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა.

“მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ახალი პროექტები, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მე ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ტოლფასი საქართველოს დამოუკიდებლობისა”, – განაცხადა კალაძემ.

“თი-ბი-სი” ბანკის ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, “თი-ბი-სი” ბანკის საკონფერენციო დარბაზში ენერგოკონფერენცია მიმდინარეობს. მას ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის USAID-ის წარმომადგენლები ესწრებიან.

news
: news თებერვალი 17, 2015 11:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics