კახა კალაძე – ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს

news
: news სექტემბერი 15, 2015 16:52

კახა კალაძე – ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს

მნიშვნელოვანი

  • კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

სხვა სტატიები

კოალიცია ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და პარტიასთან დაკავშირებით თუ რა ცვლილებები იქნება, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე განიხილება, შესაბამისად ღია იქნება ყველაფერი საზოგადოებისათვის”,-აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა შესაძლო დაბრუნებას, კალაძემ ამბობს, რომ ამ ტემაზე ვერ ისაუბრებს.
“მე ვერ გეტყვით, ბატონი ბიძინა იქნება თუ არა პარტიულ სიაში, მის მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ ამაზე. უმჯობესია, ბატონ ბიძინას დაუსვათ ეს კითხვა”,-აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს “მე ვერ ვხედავ ამ საფრთხეს, ზოგადად, შეიძლება ერთ დროს, კოალიცია დაიშალოს, ეს დემოკრატიული მომენტია და ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ეს ასე გაგრძელდება,” – განაცხადა კახა კლაძემ.
მისივე თქმით, კოალიციიდან რესპუბლიკელების გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია, მიზანმიმართულადაა გავრცელებული.
“ეს არის მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, დეზინფორმაცია. “რესპუბლიკელები” არიან ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს საგარეჯოსა და მარტვილში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად გავლენ და წარმატებას მიაღწევენ”, – განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

news
: news სექტემბერი 15, 2015 16:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,551
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics