კახა კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს

news
ავტ.: news ივლისი 30, 2015 15:06

კახა კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს

“ენერგო-პრო ჯორჯიას” სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს , – ამის შესაებ მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.
იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისია ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის აბონენტებისთვისაც, ეს გადაწყვეტილება ანალოგიურად გავრცელდება დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანებზეც.
“დღეს მთავრობს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა გააჟღერა. როგორც მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის და მოხდება სუბსიდირება, ანუ ეს ადამიანები ვერ იგრძნობენ იმ კორექტირებულ ტარიფს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

news
ავტ.: news ივლისი 30, 2015 15:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics