კახა კალაძე – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ

news
ავტ.: news იანვარი 26, 2015 21:36

კახა კალაძე – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ

აშკარად გამოჩნდა, რომ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია თავისი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა , საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” ჩართვისას განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე – ის, რაც სახეზე გვაქვს, არის ქვეყნის დესტაბილიზაციის თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურების შედეგი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ დესტაბილიზაციაზე საუბრისგან თავს შეიკავებს, თუმცა, მისი შეფასებით, აშკარად გამოჩნდა, რომ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია თავისი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. ვიცე პრემიერმა განაცხადა, რომ ეს მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“ეს მართლაც ძალიან მძიმე ტრაგედია იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. მე ეს ყველაფერი ისე განვიცადე და ვიგლოვე, როგორც ჩემს ოჯახში განხორციელებული ტრაგედია. ძალიან კარგად მესმის, რამდენად მძიმეა ეს ვაზაგაშვილების ოჯახისთვის, მისი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის”, – აღნიშნა კახა კალაძემ და გარდაცვლილის ახლობლებს მიუსამძიმრა.

news
ავტ.: news იანვარი 26, 2015 21:36