კახა კალაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დაასახელეს

news
ავტ.: news მარტი 17, 2015 12:39

კახა კალაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დაასახელეს

ლაურეატობას ყოველწლიურად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ლიდერზე აწესებს.

„ბატონო მინისტრო, სიამოვნებით გაცნობეთ, რომ თქვენ შერჩეული ხართ როგორც ახალგაზრდა გლობალური ლიდერი. ამ ლაურეატობას ყოვეწლიურად აწესებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ლიდერზე, რომლებიც დასახელებულნი არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან.

თქვენი ნომინაცია განისაზღვრა იმ პროფესიული მიღწევებით, თქვენი საზოგადოებასთან დამოკიდებულებით (ანგარიშვალდებულებიანობით) და იმ დიდი პოტენციალით, რომელიც გაგაჩნიათ მომავალი, უკეთესი მსოფლიოს მოდელის ჩამოყალიბების საქმეში შესატანი წვლილის კუთხით, რომელიც თქვენივე შთაგონებული ლიდერობით მიიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გიხილავთ ფორმალურად ახალგაზრდა გლობალური ლიდერების საზოგადოებაში“, – აღნიშნულია ახალგაზრდა გლობალური ლიდერების ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბისა და ფორუმის თავმჯდომარის ჯონ დატონის წერილში

news
ავტ.: news მარტი 17, 2015 12:39

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics