კაცებში უმრავლესობა ლუარსაბია და ძაან ცოტა დავითი, ხოლო საამაყო ქართველი ქალის მანდილი გაიცვითა და დღეს უმრავლესობა კიკუა, ხოლო უმცირესობა მაგდანა-ზურაბ ბიგვავა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 5, 2015 15:11

კაცებში უმრავლესობა ლუარსაბია და ძაან ცოტა დავითი, ხოლო საამაყო ქართველი ქალის მანდილი გაიცვითა და დღეს უმრავლესობა კიკუა, ხოლო უმცირესობა მაგდანა-ზურაბ ბიგვავა

მნიშვნელოვანი

  • კაცებში უმრავლესობა ლუარსაბია და ძაან ცოტა დავითი, ხოლო საამაყო ქართველი ქალის მანდილი გაიცვითა და დღეს უმრავლესობა კიკუა, ხოლო უმცირესობა მაგდანა

სხვა სტატიები

კაცებში უმრავლესობა ლუარსაბია და ძაან ცოტა დავითი, ხოლო საამაყო ქართველი ქალის მანდილი გაიცვითა და დღეს უმრავლესობა კიკუა, ხოლო უმცირესობა მაგდანა-ზურაბ ბიგვავაკოალიცია „ქართული ოცნების“, მარტვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ბიგვავა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

საზოგადოებაში ხშირად გაიგებთ “ქართველი, ქართველის მტერია”. ასევე ხშირად გაგიგიათ, თუ როგორ ჭამენ ქართველები ერთმანეთს საზღვარგარეთ და თუ, როგორ აწერენ ერთმანეთს ფულს, ან ქონებას. ქვეყნის შიგნით რაც ხდება ამას ყველა ხედავთ. ისე დავეცით და გავბოროტდით, რომ ერთმანეთის დაჭერა, უბედურება და წარუმატებლობა გვიხარია ვინემ სხვისი ბედნიერება და წარმატება. ირგვლივ ბაცილა და ფსიქოლოგიური აშლილობაა. წარმატებული და თითქოს ბედნიერი ქართველი, ისე უკადრისდება, რომ გაჭირვებულს ზემოდან უწყებს ყურებას, თითქოს ის გუშინ, იმ გაჭირვების ჭაობიდან არ ყოფილიყოს ამომძვრალი, რომელსაც დღეს მაღლიდან დასცინის. მას ავიწყდება საკუთარი მშობლები, და-ძმები და მეგობრები. სიტყვა სამშობლოს მცნება კი საერთოდ იკარგება. მათთვის სამშობლო მხოლოდ დიდი ძუძუა, რომელიც უნდა წოვოს სიკვდილამდე და თუ რითი შეივსება ის, ფეხებზე კიდია.
კაცებში უმრავლესობა ლუარსაბია და ძაან ცოტა დავითი, ხოლო საამაყო ქართველი ქალის მანდილი გაიცვითა და დღეს უმრავლესობა კიკუა, ხოლო უმცირესობა მაგდანა.
როცა ქართველებს ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ, თუ რა უნდათ მათ საერთოდ, როგორ გაუგოს მას აფხაზმა ან ოსმა? ან ევროპელმა, ამერიკელმა, თუ რუსმა? ქართველების უმრავლესობა მოგონილი ისტორიით ცხოვრობს, ვინაიდან მას თავის შეწუხებაც კი არ უნდა, რომ რეალური ისტორია წაიკითხოს და გაიგოს სიმრთლე თავის წინაპრებზე, გვარზე და თუნდაც თავის მშობლებზე. თავის მშობლებზე იმიტომ, რომ სანამ სხვას ბოზისშვილს დაუძახებდეს, იქნებ გაარკვიოს თავისი დაბადების კანონიერება. რათქმა უნდა ეს, გადატანით ეხება ყველა ჩვენს საგმირო საქმეებს, სადაც ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ, ხოლო მოწინააღმდეგე დამნაშავე, ან საერთოდ მესამე ძალას ვაბრალებთ წარუმატებლობას.
ყოველთვის ჩვენი შვილები არიან მართლები და სხვისი დამნაშავე, იმიტომ რომ ჩვენი გვიყვარს, სხვისი ფეხებზე გვკიდია.
მეტს ვერ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი: დიდი დაფიქრება და მკურნალობა გვმართებს. ამდენ ლუარსაბს, კიკუს და მანქურთს საქართველო კი არა ჩინეთი ვერ აიტანს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 5, 2015 15:11

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics