კატრინ რეი: საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადება მისი პირადი პოზიციაა და არა – ევროკავშირის

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 19:19

კატრინ რეი: საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადება მისი პირადი პოზიციაა და არა – ევროკავშირის

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის წინადადება, გადაიხედოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, ეს მისი პირადი პოზიციაა და არა – ევროკავშირის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა კატრინ რეიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“ბატონი ოლანდი საფრანგეთის სახელით საუბრობდა. რაც შეეხება კომისიას, შეგახსენებთ ევროკავშირის დეკემბრის სამიტის დასკვნას”, – აღნიშნა კატრინ რეიმ.

როგორც ევროკავშირის დეკემბრის სამიტის დასკვნაშია აღნიშნული, ევროკავშირი მზად არის აუცილებლობის შემთხვევაში გადადგას შემდგომი ნაბიჯები და ახალი სანქციები დაუწესოს რუსეთს, თუ ამას უკრაინაში განვითარებული მოვლენები მოითხოვს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ფრანგულ რადიოსადგურ France Inter-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უნდა მოიხსნას, თუ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში გარკვეული სახის პროგრესი იქნება.

15 იანვარს ასტანაში, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დარეგულირების მიზნით ე.წ. “ნორმანდიის ფორმატში” შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები მიიღებენ.

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 19:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics