„კატეგორიულად ვითხოვდი, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ციხეში აღმოჩენილიყო“

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 18:50

„კატეგორიულად ვითხოვდი, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ციხეში აღმოჩენილიყო“

მნიშვნელოვანი

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით მას ჰქონდა საფუძველი, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა მოეთხოვა.

სხვა სტატიები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით მას ჰქონდა საფუძველი, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა მოეთხოვა.

ჯავახიშვილის თმით, ის, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ დაეკავებინათ და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ამაზე ინფორმირებული იყო და გაბრაზდა კიდეც, სიმართლეს არ შეესაბამება.

„საიდან მოიტანეთ, რომ მე ეს გავიგე და ამაზე რაღაც რეაქცია უნდა მქონოდა. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ კატეგორიულად ვითხოვდი ეროვნული ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა ციხეში აღმოჩენილიყო. ამის თქმის საფუძველი, ძალიან ბევრი ფაქტი მქონდა. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა ადამიანური პრიორიტეტებით არ ხდება“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას სთხოვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ. ექსპრემიერის თქმით, მან ამის გამო მთავარი პროკურატურიდან განცხადება, რომელიც „ქართუ ბანკის“ საქმეს უკავშირდებოდა, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 18:50