“კარფურის” ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით გამოძიება 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 14:51

“კარფურის” ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით გამოძიება 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო

“კარფურის” ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილი კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. ამ დროისთვის საიტი გათიშულია.
ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურის” საიტი საქართველოში – carrefour.com.ge
გატეხეს. “Hacked By Middle East Cyber Army. WE ARE MUSLIMS” – ასეთი ტექსტი ხვდება მომხმარებელს ვებ-გვერდზე შესვლისას. ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ტექსტში ასევე ვკითხულობთ: ჩვენ ვართ მუსლიმები; ყურანი ჩვენი წიგნია; ღმერთის გვწამს და ღმერთისთვის ვმუშაობთ; წყეულიმც იყოს “შარლი ჰებდო!”, ისლამი და ისლამისტები მუდამ დომინანტები იქნებიან; ისლამი სიმართლეა, ამიტომ არის ის ყველაზე სრაფად ზრდადი რელიგია”!
შეუფერხებლად მუშაობს carrefour.com.
.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2015 14:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics