,,კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ”

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 13:36

,,კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ”

მნიშვნელოვანი

  • ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შედეგს მივაღწევთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სხვა სტატიები

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შედეგს მივაღწევთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კახა ცხადაძემ და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რევაზ არველაძემ დღეს მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასეს. როგორც ცხადაძემ აღნიშნა, საქართველოს ნაკრების მიზანი შესარჩევ ეტაპზე არის მინიმუმ მესამე ადგილი, მაქსიმუმ კი პლეიოფში გასვლა.
“ჩვენ ჯგუფში გრანდები არ არიან, ერთი დონის გუნდები მოხვდნენ. ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებს აქვთ შანსი, რომ ყველა გუნდს თანაბრად ეთამაშონ და გამარჯვებაზე იფიქრონ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვემზადებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკა და ის თუ როგორი ფუნქციონალური მდგომარეობა ექნება მათ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დარჩენილ თამაშებში დადებითი შედეგია საჭირო, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებობის. შესარჩევ ეტაპზე მინიმუმ მესამე ადგილი და მაქსიმუმ პლეიოფი გვაქვს დაგეგმილი. ვიბრძოლებთ ბოლომდე რათა მოვხდეთ პლეიოფში”, – განაცხადა ცხადაძემ.
გენერალური მდივნის რევაზ არველაძის განცხადებით კი, არავის უნდა გაუკვირდეს თუ საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებას მიაღწევს.
“აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები მთავარ მწვრთნელს, ფედერაციის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების მიმართ. მიხარია, რომ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ასეთი მაღალი მიზნები აქვს, კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და შესაბამისად არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ”, – განაცხადა არველაძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 13:36

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics