“კარბელაშვილის განცხადება მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საღ აზრს არის მოკლებული”

news
ავტ.: news აგვისტო 10, 2015 14:25

“კარბელაშვილის განცხადება მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საღ აზრს არის მოკლებული”

მნიშვნელოვანი

  • ლორთქიფანიძის თქმით, საღ აზრს არის მოკლებული კარბელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელს მისთვის ეთქვა, პრემიერ-მინისტრის დავალებას ვასრულებთ და თქვენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის გიორგი კარბელაშვილის განცხადებებს მის დაკავებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე აბსურდს უწოდებს.

ლორთქიფანიძის თქმით, საღ აზრს არის მოკლებული კარბელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელს მისთვის ეთქვა, პრემიერ-მინისტრის დავალებას ვასრულებთ და თქვენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო.

“მეც ტელევიზიით გავიგე ამ ფაქტის შესახებ. იმ დამოკიდებულების გათვალისწინებით, რითაც პოლიტიკური დაჯგუფება წლების მანძილზე მართავდა ჩვენს ქვეყანას, ახლა გაუგებარია მათი ასეთი რეაქციები. როგორც ყველასთვის ცნობილი გახდა, ჩემი კოლეგა კარბელაშვილი იყო ნასვამი, მან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებს, რომლებმაც ავტომაგისტრალზე გადაადგილებისას გააჩერეს. თუ იყო ძალის გადამეტება, ამას რა თქმა უნდა, კომპეტენტური ორგანოები გამოიკვლევევენ. განცხადება იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია ჰქოდნა განსაზღვრული, ასე აცხადებს გიორგი კარბელაშვილი, თითქოს პოლიცილები ეუბნებოდნენ, რომ ასრულებდნენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებას, არამგონია საღ აზრთან იყოს დაკავშირებული. ეს შეიძლება ეთქვა მას წუხელ, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმდების ქვეშ იყო. დღეს ამ განცხადების გაკეთება, ვფიქრობ უხერხულია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიციის თანამშრომელს ეთქვა პრემიერმა დამავალაო თქვენი ლიკვიდაციაო. ეს ხომ აბსურდია. ვფიქრობ ეს განცხადებები საზოგადოების იმ ნაწილზეა გათვლილი, ვინც დიდი ანალიზით თავს არ იწუხებს. გამორიცხულია, რომ მისი ლიკვიდაციის სურვილი ჰქონოდა ვინმეს”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ “პირველ პრესკლუბში”.

დეპუტატის თქმით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე სამართალდამცავ ორგანოებს პარლამენტის ნებართვა არ სჭირდებათ.

“კარბელაშვილი პარლამენტის წევრია და ბუნებრივია, პარლამენტის წევრთან მიმართებაში სულ სხვა რეგულაციები არსებობს. ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არანაირი პარლამენტის ნებართვა არ სჭირდება. შეუძლიათ სამართალდამცავმა ორგანოებმა აღძრან სისხლის სამართლსი საქმე, მაგრამ თუ საქმე შეეხება პარლამენტის წევრის ან დაკავებას ან ქონების ჩხრეკის უფლებას, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან მიმართონ საქართველოს პარლამენტს, რომ ჩვენ მასზე თანხმობა მივცეთ. დღეს ამაზე მეტი განამრტების გაკეთება ჩემი მხრიდან არამგონია მთლად რელევანტური იყოს”, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 10, 2015 14:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics