კარასინმა საქართველოზე ვრცლად ისაუბრა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 8, 2015 01:27

კარასინმა საქართველოზე ვრცლად ისაუბრა

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რუსულ მდეიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებსაც ვრცლად შეეხო....

სხვა სტატიები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებსაც ვრცლად შეეხო….

,,ჩვენ თბილისთან დიალოგის გაგრძელებას ვაპირებთ… მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც დრო და დრო ჩნდება. მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ ახალი ხელმძღვანელობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მიმდევრების სახით, გადაწყდა, რომ ასეთი დიალოგი შესაძლებელი იქნებოდა და ხელს შეუწყობდა პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას და ადამიანებს შორის კონტაქტების გაადვილებას. რუსეთში თითქმის მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომელიც ჩვენი ხალხის ნაწილია. შედგა 9 შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრის პირად წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. ეს არის გაწონასწორებული და გამოცდილი კაცი. შეხვედრების დროს ჩვენ არ ვეხებით იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა ამ სიტუაციაში შეუძლებელია და კონცენტრირებული ვართ პრაქტიკულ საკითხებზე ორმხრივი ურთიერთობისა – ტრანსპორტზე, ავიაციაზე, ჰუმანიტარულ კონტაქტებზე, სავიზო პრაქტიკაზე, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტზე.
კარასინმა ასევე შეაფასა ის წინსვლა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, ჟურნალისტის აზრით შეიმჩნევა…


,,არა საჭირო რასაც ჰქვია ,,ვიზეიმოთ,,. გავაგრძელოთ მუშაობა. მთლიანობაში ჩვენ ნორმარულად ვანვითარებთ ურთიერთობას დიპლომატიური ურთიერთობის არქონის ფონზე. წინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისინი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ავანტიურისტულად თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს და რის შემდეგაც ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. ახლა კი სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც ,,სააკაშვილის ბუდიდან,, არიან ამოსულები. ესენი აგრესიულად მოაზროვნე ხალხია, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ ეკონომიურ სირთულეებს, რომელშიც თბილისი ხვდება. თუმცა მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უკუაგდოს წინა, გაშიშვლებული, ანტირუსულად განწყობილი რეჟიმის ტვირთი, რომელიც ყველა ბოროტებას ჩრდილოეთის მეზობელში ხედავდა. რაც არ უნდა მომხდარიყო ნეგატიური ქვეყანაში თუ რეგიონში, იქვე რუსეთთან აკავშირებდნენ. რეალურ მსოფლიოში ასე ცხოვრება არ შეიძლება. ეს პოლიტიკური იდიოტიზმის მაგალითია. მითუმეტეს მაშინ, თუ შენ პატარა ქვეყანაში ცხოვრობ და გვერდით დიდი ქვეყანა გყავს… რაციონალურია მიუზომო შენი გეოპოლიტიკური ამბიციები რეალურ ცხოვრებას. სხვაგვარად შენს ხალხს განსაცდელისთვის გაწირავ.
ეს მოხდა ქართული ავანტიურის შედეგად 2008 წელს. სააკაშვილმა დაკარგა საკუთარი ქვეყნის 1/5 ნაწილი. შესაძლებელია სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას პროვოცირება გარედან კარნახმაც გაუკეთა.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არსებულ სიტუაციაზე კომენტირებისას კარასინმა განაცხადა:

,,აფხაზეთსიც და სამხრეთ ოსეთშიც, გთხოვთ ამაზე გაამახვილოთ ყურადღება, იმყოფებიან ჩვენი სამხედრო ბაზები. ესენი ჩვენი მეგობარი, მოკავშირე ქვეყნებია. ჩვენ არ შეგვიძლია თბილის მივცეთ იმისი ნება, რომ მუდმივად ეჭვის ქვეშ დააყენონ მათი შესაძლებლობა, განავითარონ ჩვენთან ურთიერთობები იმ ფორმით, რა ფორმითაც თავად ჩათვლიან საჭიროდ. ისტერიკა, რომელიც მოაწყვეს დასავლეთში და თბილისში სამოკავშირეო და ინტეგრაციის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის… ეს არის მცდელობა დააბრუნონ სიტუაცია რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობასთან,,

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 8, 2015 01:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics