“კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო 29-ე ადგილს იკავებს,” – ირაკლი ღარიბაშვილი

news
ავტ.: news ივნისი 11, 2015 11:30

“კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო 29-ე ადგილს იკავებს,” – ირაკლი ღარიბაშვილი

მნიშვნელოვანი

  • კანონის უზენაესობის ინდექსთან დაკავშირებით ისაუბრა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა. მისი თქმით, ამ მაჩვენებელში საქაერთველოს 29-ე ადგილი უკავია. მისივე განმარტებით, ქვეყანას ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს კორუფციის არარსებობის კუთხით.

სხვა სტატიები

კანონის უზენაესობის ინდექსთან დაკავშირებით ისაუბრა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა. მისი თქმით, ამ მაჩვენებელში საქაერთველოს 29-ე ადგილი უკავია. მისივე განმარტებით, ქვეყანას ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს კორუფციის არარსებობის კუთხით.

“კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად საქართველოს პოზიცია რეიტინგში, წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მსოფლიოში 29-ე ადგილს ვიკავებთ. აი ეს არის პასუხი იმ კრიტიკოსების და სკეპტიკოსების მისამართით, თუ როგორ მუშაობს საქართველოს მთავრობა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ინდექსის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით, წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი. მისი თქმით, ასევე, საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

“კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს. ეს არის ძალიან დიდი აღიარება იმ სწორი პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

news
ავტ.: news ივნისი 11, 2015 11:30