კამათი მთავრობის ადმინისტრაციაში – დეპუტატები მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 10:34

კამათი მთავრობის ადმინისტრაციაში – დეპუტატები მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს

მთავრობის სხდომას კანცელარიაში მცირე კამათი უძღოდა წინ – „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი, სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა არ მისცა. შალვა თადუმაძემ დეპუტატებს განუმარტა, რომ მათ მთავრობის სხდომაზე დასწრებას კანონმდებლობა უკრძალავდა.

„მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონში წერია ვინ ესწრება მთავრობის სხდომაზე. მთავრობის სტრუქტურის საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად გაწერილია ის პირები, ვისაც შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება,“ – განუმარტა თადუმაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების განმარტებით, მათ სურდათ მთავრობის წევრებისთვის პირადად გადაეცათ მათ მიერ შედგენილი 36-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხდომაზე არ შეუშვეს, მათ გეგმის რამდენიმე ეგზემპლარი შალვა თადუმაძეს დაუტოვეს.

news
ავტ.: news თებერვალი 23, 2015 10:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics