კალაძის განცხადება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 24, 2015 17:20

კალაძის განცხადება ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანი

  • ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფთნ დაკავშირებიღ განცხადებას ავრცელებს:

სხვა სტატიები

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,გვსურს მოსახლეობას განმარტება მივცეთ მარეგულირებელ კომისიაში ტარიფების დათვლაზე განაცხადების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ინფორმაცია ამის შესახებ ბევრმა არასწორად აღიქვა.

ენერგეტიკაში, სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებში მუდმივად მუშაობს დაახლოებით 15 000 ადამიანი, ეს არის ხალხი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში, ყოვედღიურად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის მომარაგებას სითბოსთვის, სინათლისთვის საჭირო ყველა პროდუქტით. ამ ადამიანების შრომის შედეგი ვრცელდება ქვეყნის კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიოტირებზეც კი.

მოსახლეობის მომსახურებას ახდენს რამდენიმე კერძო კომპანია, მათ აქვთ სრული უფლება განაცხადი შეიტანონ მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) ტარიფთან დაკავშირებით, ხოლო მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია საჯარო განხილვები დაიწყოს.

შეგახსენებთ რომ, ქვეყანაში არსებული არცერთი მარეგულირებელი კომისია არ იმყოფება მთავრობის, ან რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში – ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობა, საჯაროობა კანონით არის რეგულირებული.

ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სექტორში არსებული ყველა კომპანიის, დეველოპერის, ინვესტორის სტაბილურ, თავისუფალ და უსაფრთხო საქმიანობას ქვეყანაში.

შესაბამისად, თუ რომელიმე კომპანიამ ვალუტის კურსის ცვლილების გამო მიიღო ზარალი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა- ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და არა აჟოტაჟის საფუძველი.,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 24, 2015 17:20

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics