„კალაძემ ღარიბაშვილს ფურცლები მიაყარა და უთხრა, 150 მილიონი იქედან მოიტანე, საიდანაც გინდაო“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 21:24

მნიშვნელოვანი

  • „კალაძემ ღარიბაშვილს ფურცლები მიაყარა და უთხრა, 150 მილიონი იქედან მოიტანე, საიდანაც გინდაო“

სხვა სტატიები

„კალაძემ ღარიბაშვილს ფურცლები მიაყარა და უთხრა, 150 მილიონი იქედან მოიტანე, საიდანაც გინდაო“გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერსა და ვიცეპრემიერ კალაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, გაზის ტარიფის მომატების საკითხის განხილვისას კალაძე ღარიბაშვილს ეუხეშა. ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძე პრემიერის პოსტს უმიზნებს.

„რამდენადაც ვიცი, შეხლა-შემოხლა ღარიბაშვილსა და კალაძეს შორის ყოფილა გაზის ტარიფთან დაკავშირებით, კერძოდ, კალაძე იყო მომხრე და ითხოვდა გაზის ტარიფის მომატებას, რაც წარმოუდგენელი იყო სულ ცოტა ხნის წინ, რადგან ჩვენ გვპირდებოდნენ ტარიფების განახევრებას და ერთ-ერთი ინიციატორი ამისა იყო სწორედ კახი კალაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტარიფების მომატების საკითხის განხილვისას ყოფილა კატეგორიული წინააღმდეგი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა გაღიზიანდებოდა და და წინასაარჩევნო დაპირებები არ იქნებოდა შესრულებული, არამედ იმიტომაც, რომ ეს რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, ლარის გაუფასურების პირობებში, კიდევ უფრო დიდი ტვირთი იქნებოდა, როგორც მოსახლეობისათვის ასევე იურიდიული პირებისათვის.

კალაძეს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა ღარიბაშვილთან, მეტიც, მას ძალიან უხეშად უპასუხია და როგორც ჩემი წყარო მეუბნება, მიაყარა ფურცლები ღარიბაშვილს და ეს 150 მილიონი შენ თვითონ მოიტანე საიდანაც გინდაო, ესეც კი გაუბედავს. როგორც ჩანს, კალაძე იღწვის თავისი გავლენების გაფართოებისათვის მთავრობაში და მე რამდენადაც ჩემი წყარო მეუბნება, ლამის ოცნებად აქვს გადაქცეული, როდის გახდება პრემიერ-მინისტრი.

მე მეეჭვება, რომ მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიჭიროს, მეტიც შეიძლება ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვებაც მოუხდეს ან მთლიანად პარტიაში გადაბარგება მოთხოვონ სამთავრობო ცვლილებების დროს, მაგრამ რეალობა გახლავთ სწორედ ასეთი, რაც მე ახლა მოგახსენეთ”,-განაცხადა ელისო კილაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 21:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics