კადიროვის საქმე ცუდად მიდის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 23, 2015 17:23

კადიროვის საქმე ცუდად მიდის

CDRV1BaUgAAi5F-ბოლო დღეებში რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმეციების მიხედვით, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის საქმეები არც ისე კარგად მიდის…
კადიროვის ამჟამინდელი მთავარი პრობლემა, ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობას უკავშირდება. რუსი მიმომხილველების აზრით, ნემცოვის მკვლელობის კვალი გამოძიებით სწორედ მასთან მიდის და სულაც არაა გამორიცხული, რომ ეს დანაშაული კადიროვს პუტინთან შეთანხმების გარეშე, მისი სურვილის გაუთვალისწინებლად ჩაედინა…
20150309kadputinრამზან კადიროვს, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ და მის ფავორიტ რეგიონალურ ლიდერს, რომ თავად პუტინის გარემოცვაში ბევრი მტრულად უყურებს, ამაზე რუსული პრესა დიდი ხანია წერს… თუმცა ნემცოვის საქმეზე სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ კადიროვს ნაკლებად ენდობიან და ისიც, უკვე ხელს უშლის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და ,,ფეესბესაც,, კი, დამნაშავეების გამოვლენა დაკავებაში.
კადიროვის მიმართ ცენტრალური რუსული ხელისუფლების უნდობლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამასწინათ ფედერალურ ძებნაში მყოფი ვინმე ჯამბულატ დადაევის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, ჩეჩენ სამართალდამცავებს არ ანდეს და მისი ლიკვიდაცია, წინააღმდეგობის გაწევიდან გამომდინარე, სტავროპოლის პოლიციამ ჩეჩნეთში დისლოცირებულ რუს სამხედროებთან ერთად მოახდინა. ძებნილ ჯამბულატ დადაევს კადიროვთან ახლობლობა ჰქონდა და მისი ლიკვიდაცია კადიროვის ცხვირწინ, მისი რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა…
B_-Kv9uWQAACy2Yამ ამბავმა კადიროვი იმდენად განარისხა, რომ ჩეჩნეთის სამართალდამცავთა დღევანდელ თათბირზე პირდაპირ განაცხადა ,,თუ სხვა რეგიონის სამართალდამცავები ჩეჩნეთში თავის მოქმედებას ჩეჩნურ სამართალდამცავებთან არ შეათანხმებენ, ჩეჩნებს მათ მიმართ ცეცხლის გახსნა შეუძლიათო,,… სხვათაშორის კადიროვის ამ განცხადებაზე კომენტარი, ჟურნალისტებმა დღეს პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს თხოვეს… ,,მე ამის შესახებ არ მსმენია, გავეცნობი კადიროვის განცხადებებს და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ,, განაცხადა პესკოვმა.
გარდა იმისა, რომ ნემცოვის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირი ასე თუ ისე კადიროვთან არის დაკავშირებული, რუსული მედიის ცნობით, კადიროვმა პირადად გადამალა ამ საქმის მთავარი მონაწილე და ფორმალური შემკვეთი რუსლან გერემეევი. გავრცელებული ინფორმაციით, გერემეევი ყალბი პასპორტით თან ახლდა კადიროვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, როდესაც კადიროვი თითქოსდა არაბ ინვესტორებთან შესახვედრად მიდიოდა… სინამდვილეში კი, ის გერემეევისა და მისი ოჯახის გადასამალად წავიდა არაბეთში, სადაც ისინი სანაპიროზე ერთერთი ვილაში დააბინავა.
მიუხედავად რამზან კადიროვის ბოლო დროს გაკეთებული ხმამაღალი, მლიქვნელური განცხადებისა, რომ ,,ჩეჩნები პუტინის ქვეითი ჯარია და მას შეუძლია ნებისმიერ დავალებაზე გაგზავნოს,, რუსული მედია უკვე აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ კადიროვმა დაკარგა კრემლის ფავორიტის სტატუსი და მას უახლოეს ხანებში საკუთარი სანათესაოთი დაკომპლექტებულ ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებს ,,შემოაფცქვნიან,, რაც მისი პოლიტიკური ცხოვრების ბუნდოვანი პერსპექტივის დასაწყისი იქნება.

რუსულ პრესაზე დაყრდნობით
სპეციალურად ,,თაიმერისთვის,,
კახაბერ ადამია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 23, 2015 17:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics