კადიროვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2015 23:53

კადიროვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

კადიროვი: ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიებით არ ვითარდებაჩეჩნეთის მეთაურის თქმით, ბოლოს მასზე თავდასხმა ოთხი თვის წინ განხორციელდა გროზნოს ერთ-ერთ მიკრორაიონში. “იქ ერთი ისეთი მოედანია, რომელსაც ყოველთვის ვათვალიერებდი – გროზნოს ზღვის ირგვლივ საინვესტიციო მოედანი” – ყვება ჩეჩნეთის მეთაური.

მისი თქმით, თავდასხმა ბოევიკების დაჯგუფების მიერ იყო მოწყობილი, რომელსაც ჰამზატ ბატიუკაევი ხელმძღვანელობს.
“ის ძალიან ახალგაზრდაა. სასაცილო, საინტერესო ახალგაზრდა კაცი. ის ტყეში წავიდა. მას დავალება მისცეს, მოსულიყო გროზნოში და კადიროვი მოეკლა. ის ჩემს აფეთქებას აპირებს. ჩვენ მისი ბანდა სრულად გავანადგურეთ, მხოლოდ ის ერთი დარჩა” – ამბობს კადიროვი.
მისი თქმით, ბოლო დროს ეს ერთადერთი თავდასხმა არ ყოფილა მასზე. ადრე მის მოკვლას შეეცადნენ “ახალგაზრდა ბიჭები,” რომლებიც დაღესტანიდან მოვიდნენ და მოგვაინებით დააკავეს.
კადიროვის თქმით, ლიკვიდაციის დამკვეთები ბატიუკაევი და უმაროვი არიან.
2009 წელს გროზნოში კადიროვზე თავდასხმა მოხდა: ტერორისტი მანქანის აფეთქებას შეეცადა იმ ხიდზე, სადაც კადიროვს შეხვედრა ქონდა დათქმული. რამდენიმე წლით ადრე კი მოსკოვში ნაპოვნი იქნა მანქანა 20 კილოიანი ასაფეთქებლით. გამოძიების აზრით, მანქანა კადიროვის ასაფეთქებლად იყო განკუთვნილი.
ჰამზატ ბატიუკაევი დოკუ უმაროვის მარჯვენა ხელი იყო, ისინი რუსეთისგან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მან თვითმკვლელი მოამზადა, რომელმაც 2011 წელს დემოდედოვოს აეროპორტში თავი აიფეთქა, შედეგად 37 ადამიანი გარდაიცვალა და 107-მა დაზიანება მიიღო. ბატიუკოვს ასევე 2014 წელს გროზნოში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად თვლიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2015 23:53

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics