კაბინეტებიდან კარგად არ ჩანს ის სავალალო ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი

lasha tugushiროგორც ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში კაბინეტებიდან კარგად არ ჩანს ის სავალალო ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, არის რისკები სამოქალაქო დაპირისპირების. “ყველა მონაწილეს გვქონდა ერთი და იგივე მოსაზრება, რომ ახლა ძალიან სახიფათო ზოლში ვართ და ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სახით სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ძალიან ცუდ ამბებს მოიტანს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ვითარება როგორმე განვმუხტოთ და განვმუხტოთ ისე, რომ დემოკრატია არ დაზარალდეს, სიტყვის თავისუფლება არ დაზარალდეს და ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ ღირსეულად. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი”, – განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ მნიშვნელოვანია შედგეს გარკვეული შეხვედრები ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებთან.
“როგორც ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში იმ კაბინეტებიდან კარგად არ ჩანს ის სავალალო ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, ამიტომ ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ და ავუხსნათ ჩვენი მოსაზრებები, ვუთხრათ ჩვენი სათქმელი იმისთვის, რომ მოვძებნოთ ნორმალური, ღირსეული თანამედროვე სახელმწიფოს შესაფერისი გამოსავალი”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშინიკა გვარამიამ შესაძლოა პროკურატურას დაზარალებულად ცნობის თაობაზე მიმართოს,
შემდეგი სტატიანიკა გვარამია – წამების ამსახველი კადრების გავრცელება წამების გაგრძელებაა