კაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 10:31 განახლებულია

კაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კომპანია “დელტამ” სპეციალური დანადგარიდან გასროლა განახორციელა.

ოჯახში არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სახლის სახურავი და კედელი. ჭურვის დაცემის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთიც დააზიანა.

კრიმინალისტებმა ჭურვი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით აღიძრა.

news
ავტ.: news სექტემბერი 17, 2015 10:31 განახლებულია