„იყო საკითხები, რომელზეც მას ჰქონდა განსხვავებული აზრი,” – მანანა კობახიძე თამარ კორძაიაზე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავ

თამარ კორძაიას ქართული ოცნებიდან რესპუბლიკურ პარტიაში გადასვალს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

მანანა კობხიძის თქმით, თამარ კორძაიას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით მასთან საუბარი არ ქონია.

მისივე თქმით, როცა ფრაქციას ტოვებს პირი, მან პარტიაც უნდა დატოვოს.

„იყო საკითხები რომელზეც მას ქონდა განსხვავებული აზრი და საკმაოდ პრინციპულ საკითხებზე ის აძლევდა ან წინააღმდეგს ან პირიქით თანხმობას ფრაქციის გადაწყვეყილების საპირისპიროდ, მაგრამ ეს არ გამხდარა საუფძველი იმისა, რომ ვინმეს ეფიქრა მაგალითად მის გარიცხვაზე,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამარის პირველმა მოადგილემ, ქარტული ოცნების წევრმა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ კორძაია ფრაქცია ქართული ოცნებიდან რესპუბლიკურ ფრაქციაში გადავიდა.

banner
წინა სტატიაში„თუ დააკავეს, ესე იგი, რაღაც აღმოაჩნდა“, – ვახტანგ გომელაური გიორგი გუდაძეზე
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე ევროპის საუკეთესო ბანკირად დასახელდა