იუტას შტატმა დახვრეტით სიკვდილით დასჯა აღადგინა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2015 18:52

იუტას შტატმა დახვრეტით სიკვდილით დასჯა აღადგინა

იუტას შტატმა დახვრეტით სიკვდილით დასჯა აღადგინაიუტას შტატის გუბერნატორმა ჰერი ჰერბერტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯის დახვრეტის ფორმას კანონიერს ხდის. ამის შესახებ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია ამერიკულ მედიაში. ამასთანავე, სიკვდილით დასჯის დახვრეტის ფორმა მხოლოდდამხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი სასამართლო დაადასტურებს, რომ სასიკვდილო ინექცია სიკვდილმისჯილისთვის არ არსებობს.
გუბერნატორის გადაწყვეტილებას დახვრეტით სიკვდილით დასჯაზე პროტესტი მოყვა. მას არქაულს, ბარბაროსულს და სასტიკად მკაცრს უწოდებენ, ზოგმა კი გადაწყვეტილებას“ იუტას სირცხვილი“ უწოდა. თუმცა მთავრობა ამბობს, რომ კრიტიკოსები ზოგადად, აშშ-ში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი არიან და არა მიღებული გადაწყვეტილების.
აშშ-ში სიკვდილით დასჯა 1976 წლიდან მოქმედებს. ბოლო რამდენიმე წლის წინ მანძილზე, ევროპის და ინდოეთის წამლის მწარმოებლებმა აშშ-ს სიკვდილმისჯილებისთვის მომაკვდინებელი ინექციის მიწოდება შეუწყვიტეს. საკუთარი წამლების შექმნას რამდენიმე ფატალური შემთხვევა მოყვა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2015 18:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,990
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics