იუსტიციის უმაღლესი საბჭო “რუსთავი 2”- ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 14:12

იუსტიციის უმაღლესი საბჭო “რუსთავი 2”- ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო "რუსთავი 2"- ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სხვა სტატიები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო "რუსთავი 2"- ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს მოდავე მხარეებს, მათთან დაკავშირებულ დაინტერესებულ პირებს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შემლახავი განცხადებებისაგან.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო დავა, რომელშიც ერთ-ერთი მხარეა ტელეკომპანია “რუსთავი 2”. რამდენიმე დღის წინ დაწყებულმა სამართალწარმოების პროცესმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
სახელისუფლებო შტოების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადება თუ კომენტარი, რომელიმე მხარის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს, ასევე, ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს, მოსამართლის შეუვალობასა და მიუკერძოებლობას, სამართლის უზენაესობას.
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მოსამართლის საქმიანობაზე ზეგავლენის ან ასეთის მცდელობის დაუშვებლობიდან გამომდინარე, მოდავე მხარეებს, მათთან დაკავშირებულ დაინტერესებულ პირებს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შემლახავი განცხადებებისაგან.
გამოხატვის თავისუფლების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო ხელისუფლებისადმი პატივისცემა უშუალო კავშირშია მოდავე მხარეთა მიერ კანონმდებლობით მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობების რეალიზაციასთან, რომელიც გულისხმობს მოსამართლის ქმედებისა, თუ სასამართლო აქტების სამართლებრივი გზით გასაჩივრებას დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.
“რუსთავი 2”-ის მონაწილეობით მიმდინარე სასარჩელო წარმოება არის ღია და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფილია საქმის განხილვის საქვეყნოობის, კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლით უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება, რაც ემსახურება საზოგადოების ინფორმირებულობას და მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას”, – ნათქვამია ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 14:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics