იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ გიორგი შავლიაშვილს უფლებამოსილების ამოწურვისთანავე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე ჩაანაცვლებს.
მოსამართლეთა მიმდინარე რიგგარეშე მე-14 კონფერენციაზე თევზაძის კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. მასთან ერთად კენჭს იყრიდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი.
დღესვე, კონფერენცია, რომელშიც 274 მოსამართლე მონაწილეობს, დისციპლინური კოლეგიის სამ მოსამართლე წევრს აირჩევს. კონფერენცია მართლმსაჯულების სახლში ტარდება და მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესწრება.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში წვიმის გამო გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შემდეგი სტატია10 უბრალო ნივთი რომელმაც გამომგონებელს მილიონები მოუტანა