იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 26, 2015 17:47

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს

სხვა სტატიები

ხვალ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ქალაქ გორში ახალ საპილოტე პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 260 სოფლის მოსახლეობა „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებიდან საბანკო მომსახურებასთან ერთად სახელმწიფო სერვისების მიღებასაც შეძლებს. გორის ცენტრიდან „ლიბერთი ბანკის“ პირველი ავტომობილების გასვლას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი შიო ხეცურიანი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ირველ ეტაპზე პროექტი მოიცავს შიდა ქართლის 260 სოფელს, ხოლო წლის ბოლომდე მსგავსი მომსახურება 1 000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი. „ლიბერთი ბანკის“ „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალები სახელმწიფო სერვისებით მოემსახურებიან ისეთ სოფლებს, სადაც არ არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას აღარ მოუწევს შორ მანძილზე გადაადგილება სახელმწიფო სერვისების მისაღებად. „ლიბერთი ექსპრესის“ მობილურ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურება: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვ.

მისამართი: ქალაქი გორი, მთავარი მოედანი, მერიის შენობის წინ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 26, 2015 17:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics