იუსტიციის მინისტრი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 14:12

იუსტიციის მინისტრი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება.
“ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველა უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს, რომელიც უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე”, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას.
რაც შეეხება ტელეკომპანიის ქონების დაყადების საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, წულუკიანის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების და მათ შორის არც მისი საქმე.
ამერიკის შეერთებული შტატები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, დავით ნიკურაძის კითხვას.
“ჩვენ ამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყველგან და, რა თქმა უნდა, საქართველოში, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით”, – აღნიშნა მარკ ტონერმა.
მისივე თქმით, ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტულ მედიაგარემოს, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც სამაგალითო მთელი რეგიონისთვის. ამგვარად, ქმედებები, რომელიც ისე ჩანს, თითქოს ზღუდავს ამ გარემოს, მედიის თავისუფლებას ან მედიაპლურალიზმს, გულწრფელად გითხრათ, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით”, – განაცხადა მარკ ტონერმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 14:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics