იუსტიციის მინისტრი ახმეტ ჩატაევის საქმეზე მთელს პასუხისმგებლობას არჩილ კბილაშვილს აკისრებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2015 22:12

იუსტიციის მინისტრი ახმეტ ჩატაევის საქმეზე მთელს პასუხისმგებლობას  არჩილ კბილაშვილს აკისრებს

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის მინისტრი ახმეტ ჩატაევის საქმეზე მთელს პასუხისმგებლობას არჩილ კბილაშვილს აკისრებს

სხვა სტატიები

wulukianiიუსტიციის მინისტრი ახმეტ ჩატაევის საქმეზე მთელს პასუხისმგებლობას მაშინდელ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, აკისრებს და ამბობს, რომ თავად მის ციხიდან გათავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა.

ახმეტ ჩატაევის ერთი ხელის მოსმით ციხიდან გამოშვებას მე ვეწინააღმდეგებოდი და ვთვლიდი, რომ მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ის დამნაშავე. ამ საქმეზეც დამოუკიდებლობა ჰქონდა მაშინდელ პროკურორს, ბატონი კბილაშვილს იმიტომ, რომ ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან პროკურატურა გახდა მართლაც დამოუკიდებელი. მათ გადაწყვიტეს, რომ ბრალი შეეწყვიტათ.

“მე ასევე ვეწინააღმდეგებოდი და დღესაც სწორი მგონია, რომ ჩატაევი არ უნდა გადაგვეცა რუსეთისათვის, რადგანაც, შამაევის საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ის შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ, რაც 2002 წელს დავუშვით.

“თუკი ჩვენ არ გვექნა გარანტიები, რომ ჩვენს ჩრდილოელ კავკასიელ ძმებს, გადაცემის შემთხვევაში, ნორმალურად მოექცევიან რუსულ ციხეში, ასეთ ექსტრადიციაზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე უარს. ასე იყო ჩატაევის შემთხვევაშიც,“ – აცხადებს თეა წულუკიანი.

არჩილ კბილაშვილი ამ საქმეზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს.

ახმედ ჩატაევი, რომელიც ორი წლის წინ ქართულმა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, აშშ-ის შემდეგ ტერორისტთა სიაში ევროკავშირმაც შეიყვანა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2015 22:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics