იური ვაზაგაშვილს რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 12:56

იური ვაზაგაშვილს რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, იური ვაზაგაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე, ავრცელებს.

მისი თქმით, იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ესაუბრა.

„შეხვედრის შედეგები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ შეხვედრით კმაყოფილი იყო,“ – განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ვაზაგაშვილის დაკრძალვამდე სამოქალაქო სექტორი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, თუმცა მიაჩნია, რომ იური ვაზაგაშვილის დაკრძალვა საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის დღედ უნდა იქცეს.

გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლიდან ორი წელი გავიდა, თუმცა 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები დღემდე უცნობია.

რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელმაც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა, მისი წარმომადგენელი თამარ გვარამაძე ამბობს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. საია ასევე მზად არის ჩაერთოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეშიც, თუ ასეთი მოთხოვნა ოჯახს ექნება.

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics