იური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ილია მეორე გადაიხდის

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 18:14

იური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ილია მეორე გადაიხდის

მნიშვნელოვანი

  • სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.

სხვა სტატიები

სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.
სამაბის საკათედრო ტაძარში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
იური ვაზაგაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატებმა.
იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამებიდან დღესვე, 20:00 საათზე, სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც ხვალ, 25 იანვარს საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 18:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics