იურიდიულმა კომიტეტმა კობახიძე, საგანელიძე, ფოფხაძის კანონპროექტი ჩააგდო

news
: news იანვარი 22, 2015 20:19

იურიდიულმა კომიტეტმა კობახიძე, საგანელიძე, ფოფხაძის კანონპროექტი ჩააგდო

მნიშვნელოვანი

  • კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საკითხების ნუსხა მცირდება, იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო. გადაწყვეტილება კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიღო.

სხვა სტატიები

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საკითხების ნუსხა მცირდება, იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო. გადაწყვეტილება კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიღო.

მანანა კობახიძის, დავით საგანელიძისა და გედევან ფოფხაძის მიერ შეიმუშავებული კანონპროექტი, ამცირებს იმ დანაშაულთა წრეს, რომელზეც გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაგულებმა უნდა გამოიტანონ.

მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობა, მმართველი კოალიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული წრე თავის დროზე ამავე პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაიზარდა.

კანონპროექტის ავტორების თქმით ინიციატივის მიზანია ხელი არ შეეშალოს საგამოძიებო ორგანოებს საქმეების წარმოებაში.

საკთხის განხილვა პარლამენტში პლენარული სხდომების ფორმატში თებერვლიდან გაგრძელდება.

 

news
: news იანვარი 22, 2015 20:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,107
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics