,,ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არის პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლებების სფერო”

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 16:24

,,ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არის პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლებების სფერო”

მნიშვნელოვანი

  • მისაღები არ არის არანაირი კვოტირება, არანაირი ნიშნით, - ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა კვოტირების ინიციატივის განხილვისას განაცხადა.

სხვა სტატიები

მისაღები არ არის არანაირი კვოტირება, არანაირი ნიშნით, – ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა კვოტირების ინიციატივის განხილვისას განაცხადა.
ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტში ადამიანის მოხვედრის მთავარი ნიშანი პროფესიონალიზმი უნდა იყოს. დეპუტატის მიიჩნევს, რომ არჩევით ორგანოებში ქალების კვოტირებით მოხვედრის საჭიროება არ არის და ეს ქალებისთვის შეურაცმყოფელიც უნდა იყოს.
“ეს საკითხი უფლებრივ სფეროს არ განეკუთვნება. ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არის პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებლი და არა უფლებების სფერო. თუ წავალთ უფლებების კუთხით, შეიძლება ბევრი სხვა თემაც წამოვჭრათ – დაწყებული ერთნიკურიბით, დასრულებული ყველა იმ ნიშნით, რაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანისაგან განასხვავებს”, – აღნიშნა ფოფხაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას არასამთავრობო ორანიზაციები სთავაზობენ. ცალკე კანონპროექტი ინიცირებულია დეპუტატ ნანა ყეინიშვილის მიერ.

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 16:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics