ისრაელში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 19:13

ისრაელში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა

ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ტურისტად იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მედია წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით გამოწვეული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს საელჩო ისრაელში და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ოჯახთან და ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიურ კონტაქტზე იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ისრაელში საქართველოს საელჩოში ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ შესულა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 7, 2015 19:13