ისრაელის პრემიერმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო

news
: news იანვარი 19, 2015 12:52

ისრაელის პრემიერმა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიახუმ დაგმო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც სამხედრო დანაშაულებზე ისრაელის შემოწმებაა.

“სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ ვერ ჩამოგვართმევს უფლებას, რომ გავატაროთ ის ღონისძიებები, რომლიცთაც დავიცავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ ყველა ძალებით აღვუდგებით საერთაშორისო სასამართლოს და დავიცავთ ჩვენს უფლებას თავდაცვაზე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი სამხედროები გაასამართლონ”,- განაცხადა ნეთანიახუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

მან ,,ორპირა,, უწოდა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა რომ მათი გადაწყვეტილება, ხელს უშლის ისრაელს საკუთარი ქვეყნის დაცვაში და საერთაშორისო მხარდაჭერას უქმნის საერთაშორისო ტერორიზმს.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ისრაელის მიმართ საქმის დაწყებას, პალესტინელების გარდა თურქეთი და რამდენიმე არაბული ქვეყანა აქტიურად ითხოვდა! პარიზის მარშის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა ერდოგანმა მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი და ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციების დროს დაღუპული 2500 ქალისა და ბავშვის მიმართ ისრაელის დანაშაულების გამოუძიებლობის გამო, ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. რამდენიმე დღის წინ კი თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება. რომ მიესალმებოდა ღაზას სექტორში მომხდარი ბავშვების და ქალების დაღუპვის რეალური მიზეზები გამოძიებულიყო.

news
: news იანვარი 19, 2015 12:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics