- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
„ისრაელის ბალტიმორი“: მასობრივი არეულობები თელ-ავივში
მნიშვნელოვანი
- „ისრაელის ბალტიმორი“: მასობრივი არეულობები თელ-ავივში
სხვა სტატიები
70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა არეულობისას, რომლიც საღამოს გუშინ თელ-ავივში დაიწყო ეთიოპიელებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის.
პოლიციის შეფასებით, იცკახ რაბინის მოედანზე 10 ათას ადამიანზე მეტი გამოვიდა.
მშვიდობიანი პროტესტი ძალიან მალე სამართალდამცავებთან შეტაკებებში გადაიზარდა, მონაწილეები ჯგუფებად დაიშალნენ და კაფეების და მაღაზიების გატეხვა დაიწყეს, რამდენიმე ადამიანმა თელ-ავივის მერიის შენობაშიც შესვლაც სცადა, რომელიც მოედანთან ახლოს მდებარეობს.
პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – დაახლოებით 40 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევის ადგილზე ისრაელის შს მინისტრი მოვიდა.
ეს უკვე მეორედ ხდება, როცა ეთიოპიელი წარმოშობის ებრაელების დემონსტრაცია შეტაკებებში გადაიზარდა.
გასულ ხუთშაბათს მსგავსი აქცია იერუსალიმშიც, პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან გაიმართა.
არეულობა მედიაში გამოქვეყნებულმა ვიდეოკადრებმა გამოიწვია, სადაც ნაჩვენებია ორი პოლიციელის მიერ ეთიოპიელი ჯარისკაცის მიმართ ძალის გამოყენება.
გარე დათვალიერების კამერებში ჩანს, რომ ერთი პოლიციელი ჯარისკაცს შენიშვნას აძლევს, თუმცა რამდენიმე წამში იგივე პოლიციელი ჯარისკაცს მიზეზის გარეშე მიწაზე აგდებს და ხელბორკილებს ადებს. პოლიციელს თავისი თანაშემწე ეხმარება და ორივე ჯარისკაცს აპატიმრებს.
კადრებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგანაც ეთიოპიელ საზოგადოებასა და ისრაელის ხელისუფლებას შორის არსებულ პრობლემატურ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
მიმდინარე მომენტში ჩანაწერის შესწავლა მიმდინარეობს. ინციდენტში მონაწილე ორი პოლიციელი დროებით ჩამოაშორეს დაკავებულ პოზიციებს. აქციის მონაწილეებს სამართლიანობის არ სჯერათ.