ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისთვის აშშ-ში მოზარდს 11 წელი მიესაჯა

news
ავტ.: news აგვისტო 29, 2015 17:58

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისთვის აშშ-ში მოზარდს 11 წელი მიესაჯა

ვირჯინიის შტატში 17 წლის მოზარდს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ისლამისტურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო – ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.
როგორც სასამართლოს მასალებიდან ირკვევა, ალი ამინი, რომელიც ქალაქ მანასასიდან არის, საკუთარ ბლოგზე ფულის შეგროვების კომპანიას აწარმოებდა ისლამური სახელმწიფოს დასახმარებლად.

“დღევანდელი განაჩენი იმის მაგალითია, რომ ყველა, ვინც ისლამურ სახელმწიფოს გამოიყენებს, არანაკლებ მკაცრად დაისჯება, ვიდრე ისინი, ვინც მათთან საომრად მიდის” – განაცხადა პროკურორმა დანა ბოენტემ.

როგორც ორგანიზაცია SITE-მა გაარკვია, მოზარდს ტვიტერზე 4 ათასი ხელისმომწერი ყავს. ის აქტიურად ეკონტაქტებოდა ისლამური სახელმწიფოს მეომრებს და გადამბირებლებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამინი 18 წლის ვირჯინიელ რეზ ნიკნეჯადს სირიაში წასვლაში დაეხმარა, რომ ეს უკანასკნელი ისლამისტებს შეერთებოდა.
შეგახსენებთ, რომ ისლამურ სახელმწიფოს ერაყის და სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვთ დაკავებული.

news
ავტ.: news აგვისტო 29, 2015 17:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics