,,ისლამური სახელმწიფო,, თურქეთს ტერაქტებით ემუქრება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 25, 2015 14:34

,,ისლამური სახელმწიფო,, თურქეთს ტერაქტებით ემუქრება

მნიშვნელოვანი

  • გუშინ და გუშინწინ სირიის ტერიტორიაზე თურქეთის მიერ ,,ისლამურ სდახელმწიფოს,, ტერორისტების დაბობვის საპასუხოდ, ეს ორგანიზაცია თურქეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება...

სხვა სტატიები

გუშინ და გუშინწინ სირიის ტერიტორიაზე თურქეთის მიერ ,,ისლამურ სდახელმწიფოს,, ტერორისტების დაბობვის საპასუხოდ, ეს ორგანიზაცია თურქეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება…

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, ტერორისტების მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებული აქტივობების ანალიზის შედეგად აცხადებს, რომ ,,ისლამური სახელმწიფო,, თურქეთის მიერ მათ მიმართ განხორციელებული შეტევის გამო, შურისძიების ტერაქტებს ამზადებს…

გავრცელებული ინფორმაციით, თურქულმა სამხედრო შენაერთებმა გუშინ იერიში მიიტანეს და გაანადგურეს არა მხოლოდ ,,ისლამური სახელმწიფოს,, ბაზები სირიაში, არამედ მათ ასევე დაბომბეს ერაყის ჩრდილოეთით ქურთების მუშათა პარტიის საბრძოლო ბანაკები…. თავად თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კი, ,,ისლამურ სახელმწიფოსა,, და ქურთების მუშათა პარტიასთან დაკავშირებული 600-მდე ადამიანი  გისოსებს მიღმა აღმოჩნდაა … როგორც თურქული მედია აცხადებს, თურქეთის მხრიდან ჩატარებული სამხედრო ოპერაციების განხორციელების შესახებ, საქმის კურსში იყვნენ ნატოს სარდლობა და ერაყის ქურთისტანის ლიდერი მესუდ ბარზანი.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 25, 2015 14:34