,,ისლამური სახელმწიფო,, ატომური ბომბის შეძენას აპირებს

,,ისლამური სახელმწიფოს,, ანგარიშებზე მილიარდობით დოლარი დევს… რომელიც მათ შეუძლიათ დახარჯონ ატომური ბომბის შესაძენად,, აცხადებს ინგლისური გამოცემა ,,გარდიანი,,

გამოცემის აზრით, ისლამისტებს პაკისტანში თავისი თანამზრახველები ჰყავთ, რომელთა მეშვეობით ბირთვული იარაღით მოვაჭრეებთან გასვლაც შეუძლიათ და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ურთიერთობების დამყარებაც…

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ,,ისლამური სახელმწიფო,, სულ უფრო და უფრო აფართოვებს ტავის ტერიტორიებს ორ მეზობელ სახელმწიფოში, ერაყსა და სირიაში… და მის ხელში თანდათან სულ-უფრო დაუფრო თანამედროვე იარაღი ხვდებახდება.

,,მათ შეუძლიათ იყიდონ ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოამზადონ ისეთი მასშტაბის ტერაქტები დასავლეთში, როგორიც აქამდე არ ყოფილა,, აცხადებს ,,გარდიანი,,.

კიდევ ერთი დასავლური გამოცემა ,,ფორბსის,, ცნობი, ,,ისლამური სახელმწიფო,, ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა კაცობრიობის ისტორიაში… იმ შემოსავლებთან ერთად, რაც ნაძარცვი ფასეულობების გაყიდვითა და მძევლების გამოსყიდვით გროვდება, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობის არალეგალური ვაჭრობაა… ეს ორგანიზაცია, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან შავ ბაზარზე სირიული და ერაყული ნავთობის, ბარელზე 25-დან 50 დოლარამდე გაყიდვით, დღეში 2 მილიონამდე დოლარს შოულობს.

ამას გარდა, ,,ისლამური სახელმწიფო,, ძვირფასი ლითონების მასიურ შესყიდვას აწარმოებს, რათა საკუთარი ფული გამოუშვას და ხელთ არსებული ქაღალდის დოლარები ძვირფასი ლითონებით ჩაანაცვლონ.

 

ვირუსის ბლოკატორები